საქართველოს ეროვნული ლიგის ფენტეზი ფეხბურთი

საიტით სარგებლობის პირობების ჩამონათვალში, სიტყვები ”თქვენ”, ”თქვენი” და ნებისმიერი მსგავსი გამონათქვამი გულისხმობს აღნიშნული საიტის ნებისმიერ მომხმარებელს. ხოლო ტერმინები ”ჩვენ” და ”ჩვენი” აღნიშნავენ შპს ფეხბურთის მედია უფლებებს. მოცემულ ვებგვერს სწორედ ზემოთ ნახსენები შპს უძღვება, კომპანია რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში საიდენტიფიკაციო ნომრით - 205212198 გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული გვერდი, რომელიც გაგაცნობთ ყველა იმ პირობას რაც გეხებათ თქვენ როგორც საიტის მომხმარებლებს და მიმოიხილავს მასალებს, რომლებიც თავმოყრილია მასში. საიტის სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს და ასრულებთ მათ. თუკი მოხმარების პირობები თქვენთვის მიუღებელია, ამ შემთხვევაში გთხოვთ, რომ შეწყვიტოთ საიტით სარგებლობა.

ცვლილებები საიტით სარგებლობასთან დაკავშირებით

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ პირობები, საიტის შეცვლის პარალელურად. გთხოვთ, რომ რეგულარულად შეამოწმოთ გვერდი რათა დროულად შენიშნოთ ნებისმიერი ასეთი ცვლილება, ვინაიდან საიტით სარგებლობის გაგრძელების შემთხვევაში ჩაითვლება რომ თქვენ გაეცანით და დაეთანხმეთ ცვლილებებს.

ცვლილებები ვებგვერდზე

ჩვენი მიზანია ვებგვერდი მუდმივად იყოს განახლებადი და ყოველთვის შევცვალოთ საიტზე არსებული მასალები. თუკი იქნება ამის საჭიროება, ჩვენ შეიძლება შევაჩეროთ საიტის ხელმისაწვდომობა ან გავაუქმოთ იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თუ რაიმე მიზეზით საიტი მიუწვდომელი იქნება გარკვეული პერიოდით. რაღაც ეტაპზე საიტზე არსებული მასალები შესაძლოა მოძველებული გამოდგეს, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ასეთი მასალების განახლების თაობაზე.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

საიტი სარგებლობს საავტორო უფლებებით, მონაცემთა ბაზის უფლებით და სხვა ინტელექტუალური საკუთრებებით რომლებსაც ვფლობთ ჩვენ. ყველა ასეთი უფლება დაცულია. საიტით სარგებლობისას თქვენ გეძლევათ უფლება: გადმოწეროთ და დაბეჭდოთ მასალები ვებგვერდიდან თქვენი პირადი, გონივრული საჭიროებების მიხედვით. გადააგზავნოთ საიტზე არსებული მასალები სხვა ადამიანს მათი პირადი საჭიროებების მიხედვით და თან დაურთოთ საიტის მისამართი. ამ შემთხვევაში გევალებათ რომ მეორე პირსაც გააცნოთ საიტით სარგებლობის პირობები. შეგიძლიათ ვებგვერდს მიაწოდოთ სხვადასხვა საიტების მისამართი. თუ რა თქმა უნდა ეს იქნება კანონიერი, არ დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას ან ისარგებლებს ამ რეპუტაციით და ინფორმაცია მივა ჩვენი ვებგვერდის საწყის გვერდზე. ვებგვერდით სარგებლობა რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია, მათ შორის კომერციული მიზნებისთვის. არ შეიძლება საიტის ხელახალი წარმოება, მაგალითად საინფორმაციო ბაზის შექმნა რომელიც შეიცავს ჩვენი საიტიდან გადმოწერილ მასალებს, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თქვენ დაბეჭდავთ, გადაწერთ საიტის რომელიმე ნაწილს პირობების დარღვევის ფონზე, თქვენ შეგეზღუდებათ საიტით სარგებლობის უფლება და ვალდებული იქნებით დააბრუნოთ ნებისმიერი ასლი იმ მასალებისა რაც გააკეთეთ ჩვენი საიტიდან. სავაჭრო მარკა, ლოგო და ბრენდის სახელწოდება გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენს პარტნიორებსა და კლუბის წევრებს. მათი გამოყენება ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე იქნება უფლებების დარღვევის ფაქტი

ინფორმაციის სანდოობა

ვებგვერდი დიდი ძალისხმევითა და ყურადღებით შეიქმნა თუმცა იგი მხოლოდ გამიზნულია ზოგადი ინფორმაციის მოწოდებაზე. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას რომ საიტი ზუსტია, სრულყოფილი ან უახლესი ინფორმაციებით დატვირთული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საიტზე არსებული მასალების მიმართ უნდობლობის გაჩენის შესახებ თქვენი მხრიდან.

დამატებითი ლინკები

ვებგვერდი შეიცავს სხვა საიტებთან დამაკავშირებელ ლინკებს და სერვისებს რომლებიც იმართება სხვა ობიექტების მიერ ჩვენგან დამოუკიდებლად. მათი არჩევის პროცესში ჩვენ ვიჩენთ დიდ დაკვირვებასა და სიფრთხილეს თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ შინაარსსა და ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ როგორც მომხმარებელი გადაწყვეტთ აღნიშნული ლინკებით სარგებლობას, ეს მხოლოდ თქვენი რისკი და გადაწყვეტილებაა. ჩვენ გთავაზობთ წაიკითხოთ ინფორმაცია კონფიდენციალურობის შესახებ რომელიც ხელმისაწვდომია თითოეულ ვებგვერდზე.

მავნე პროგრამები

ჩვენ და ჩვენი მომწოდებლები დიდ ძალისხმევას ვიჩენთ რათა კომპიუტერი დავიცვათ ვირუსებისაგან. თუკი საიტით სარგებლობისას კომპიუტერი დაზიანდება რაიმე სახიფათო პროგრამით და შეწყვეტს მუშაობას, საიტი არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. უმჯობესია რომ გათვალისწინებული გქონდეთ წინასწარ მსგავსი საფრთხეები და იყენებდეთ შესაბამის დამცავ პროგრამებს.

საიტით სარგებლობა

მომხმარებელს ეკრძალება საიტის ბოროტად გამოყენება საიტზე სახიფათო პროგრამით სარგებლობის გზით. თქვენ არ უნდა ეცადოთ საიტზე არაკანონიერად დაამყაროთ წვდომა, ან ისარგებლოთ სერვერით, საინფორმაციო ბაზით, რაც უკავშირდება საიტს. წინააღდეგ შემთხვევაში თქვენ ბრალი დაგედებათ კრიმინალურ თავდასხმაში კომპიუტერის ბოროტად სარგებლობის აქტის მიხედვით. ნებისმიერი ასეთი დარღვევის შესახებ ინფორმაცია მაშინვე იქნება მიწოდებული საპოლიციო ძალების მაღალჩინოსანი პირებისთვის, ჩვენ მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ დაუყოვნებლივ შეგიწყდებათ საიტით სარგებლობის უფლება.

მართვის პრინციპები

აღნიშნული პირობები მიღებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ნებისმიერი წინააღმდეგობა რაც შესაძლოა გაჩნდეს ჩამოთვლილ პირობათა მიმართ , განხილული იქნება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში.

კონტაქტი

კომენტარებისა და კითხვების არსებობის შემთხვევაში საიტთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე - [email protected]